вторник, 15 декабря 2015 г.

ინტელის პროექტი

ინტელის პროექტის პორთფოლიო



                                         ტრენინგის რეფლექსია

       ტრენინგის საშუალებით ვისწავლე: პროექტებით სწავლება, სასწავლო პროექტის დაგეგმვა, სასწავლო ნიმუშების შექმნა, კავშირები, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა  მოსწავლეთა წარმატებისათვის, სასწავლო პროექტების პორთფოლიოს ჩვენება.
        ტრენინგის დროს ვისწავლე ინტელის პროექტების შექმნა, შევქმენი მასწავლებლის ბროშურა,შევიმუშავე შეფასების სისტემა, მოვამზადე საპრეზენტაციო ფორმები და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
         მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროექტების შექმნაში, პროექტებით სწავლება აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, რაც მათი წარმატების საწინდარი იქნება.
             

вторник, 1 декабря 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

                   
                  დღევანდელი ტრეინინგი საინტერესო იყო ჩემთვის:  ვისწვლე ბლოგზე web2 ტექნოლოგიების, google drive-საცავიდან ფაილების ატვირთვა, შენახვა, გაზიარება, გაზიარებული ფაილის შევსება. პასუხების დათვალიერება, აგრეთვე google drive-ს მეშვეობით კითხვარის შევსება google form-ის მეშვეობით blog-ის დიზაინის შექმნა, გვერდების დამატება ბლოგზე, ვიდეოს ატვირთვა.   





среда, 25 ноября 2015 г.



                 ტრეინინგის რეფლექსია

                ტრეინინგი ჩემთვის აღმოჩნდა საინტერესო და შინაარსიანი, განვიხილეთ მოდული 1 და მოდული 2-ის აქტივობები, ვისწავლე პროექტის გეგმის  შედგენა და პუბლიკაციების შექმნა, დავამზადე ბუკლეტი შესაბამისი შაბლონის გამოყენებით. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და ncp.ge სტანდარტების საიტის გამოყენებით განვსაზღვრე ჩემი პროექტის მიზანი. განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შეფასების რუბრიკა, მიმათულების მიმცემი საკვანძო კითხვები. 

воскресенье, 13 ноября 2011 г.

1. პროექტი სახელწოდება: ვიტამინები
2. პროექტის მთავარი იდეა: ვიტამინების შედგენილობის შესწავლა, მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში.
3. პროექტის აქტუალობა: შეისწავლიან ვიტამინების მნიშვნელობის აუცილებლობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და საკვების რაციონის სწორად შერჩევას.
4. პროექტის მიზნებიშეისწავლიან ვიტამინების მნიშვნელობას  ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიტამინების მნიშვნელობას საკვებ პროდუქტებში.
განუვითარდებათ: კვლევის, დაკვირვების, ანალიზის, დასკვნების  გამოტანის, ინფორმაციის  მოძიების, თანამშრომლობის  უნარი. უყალიბდებათ  დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობისადმი.
5. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:  1თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნას ვებ-გვერდი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი დაკვირვებების შედეგებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები ამ თემატიკიდან,  კომპიუტერი, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა:
I-აქტივობა: მოსწავლეებთან ერთად  პროექტის თემის შერჩევა.
II-აქტივობა: მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა.
III-აქტივობა: თემის გარშემო გეგმის შემუშავება.
IV-აქტივობა:  ჯგუფის თითოელი წევრისთვის ფუნქციების გადანაწილება ლიდერის გამორჩევა და ვალდებულების დაკისრება.
V-აქტივობა: ინფორმაციის წყაროების მითითება რომლის საშუალებითაც შეძლებენ პროექტის მომზადებას.
VIაქტივობა: პროექტის პრეზენტაცია.
VII-აქტივობა: შეფასება ( შეფასების რუბრიკა)
10.საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ქიმიასა და ბიოლოგიაში.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ფატიმა გიორგაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fatitamro@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:htt://fatisblogi.blogspot.com

среда, 9 ноября 2011 г.

ჩემს შესახებ

ფატიმა გიორგაძე, ქიმიის მასწავლებელი.ვმუშაობ ქუთაისის მე–16 საჯარო სკოლაში